ივერიონი / ეკა ბესელია: „პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე ამნისტიით არ გათავისუფლებულა“

ეკა ბესელია: „პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე ამნისტიით არ გათავისუფლებულა“

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე ამნისტიით არ გათავისუფლებულა. 

 

როგორც ბესელიამ "იმედის კვირაში" განაცხადა, საკითხი არ უნდა დაისვას ასე – საჭირო იყო თუ არა ამნისტია. ბესელია მიიჩნევს, რომ ამნისტია საჭირო იყო და ამ გზით გათავისუფლებულთა მხოლოდ 6%-მა ჩაიდინა დანაშაული.

 

არსებული ინფორმაციით, ბორჯომში და გუშინ უკვე თბილისში პოლიციელის მკველობისთვის ძებნილი შალვა აბულაძე მკვლელობის მცდელობის, იარაღის უკანონო ტარებისა და მარიხუანას მოხმარების ბრალდებით იხდიდა სასჯელს და 20 წელი ჰქონდა მისჯილი. ამნისტიის შედეგად მას სასჯელის ვადა შეუმცირდა, შემდეგ კი ე.წ. უდოს კომისიის დასკვნის საფუძველზე, 7 წლის თავზე გათავისუფლდა. 

 

5-04-2015, 22:10
უკან დაბრუნება