ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა "P.S."-მა გუშინ, 5 აპრილს უხეშად დაარღვია ჟურნალისტური სტანდარტი.
შეგახსენებთ, რომ მოკლული ბესო ხარძიანის საქმეში ფიგურირებს გიორგი უდესიანის გვარი. ლალი მოროშკინამ, როგორც სად-ის ყოფილმა თანამშრომელმა დაადასტურა დიმიტრი ლორთქიფანიძის სიტყვები, რომ გლდანის #8 დაწესებულებაში, მონიტორინგის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრების დროს, პატიმრობაში მყოფმა ხარძიანმა მათ უამბო, რომ მას უხეშად ექცეოდნენ, სასტიკად სცემდნენ და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.
ლალი მოროშკინამ უდანაშაულობის პრეზუმციის სრული დაცვით ითხოვა უდესიანისგან ადექვატური პასუხი და გამოთქვა ვარაუდი, ხომ არ სარგებლობს მესამე მხარე ორ ყოფილ ბიზნესპარტნიორს შორის დაპირისპირებით?
ყოველივე ამის ფონზე გაურკვეველია, რას ემსახურებოდა ნოდარ მელაშვილის სიუჟეტში უდესიანის აშკარა აგრესია ლალი მოროშკინას მისამართით, მითუმეტეს, მისი შეურაწყოფა ეპითეტებით: "კრიმინალი" და გახსენება 2011 წლის "ნანუკას შოუში" მომხდარი ინციდენტის, რომლის მოქმედ „გმირებს“ ლალი მოროშკინას, ნანუკა ჟორჟოლიანს და თამარ ფხაკაძეს ერთმანეთთან გარკვეული აქვთ ურთიერთობა და წარსული სამივეს მორალურ და ფსიქოლოგიურ ტკივილს აყენებს.
ისმება კითხვა: ვის ინტერესში იყო უდესიანის მოროშკინას მიმართ უსაფუძვლო აგრესია და რატომ არ მიეცა მეორე მხარეს პასუხის გაცემის საშუალება.
მხოლოდ გადაცემის მიწურულს მოხერხდა ლალისგან მოკლე სატელეფონო ჩართვა. ვთვლით, რომ უხეშად დაირღვა ჟურნალისტური სტანდარტი. საინტერესოა, რას ფიქრობს ამაზე „რუსთავი-2“ და აპირებს თუ არა სათანადო კომენტარის გაკეთებას აღნიშნულთან დაკავშირებით?!