ივერიონი / ბატონო ირაკლი, აღშფოთებული ვართ თამარ სანიკიძის დაუფარავი აგრესიითა და უსამართლობით!

ბატონო ირაკლი, აღშფოთებული ვართ თამარ სანიკიძის დაუფარავი აგრესიითა და უსამართლობით!

საქართველოს პრემიერ მინისტრს
ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს

ასლი:   ახალგაზრდა  იურისტთა  ასოციაციას
ასლი:  ახალგაზრდა  ადვოკატთა  ასოციციას

 

                                                  

                                                პეტიცია

ჩვენი  არაერთგზის  გაფრთხილების  მიუხედავად,  არ წყდება შანტაჟი,  ფსიქოლოგიური  ტერორი  და  პოლიტიკური   დევნა   სსიპ  № 116  საჯარო  სკოლაზე  და  მის დირექტორზე,  რომელიც  არ  ათავისუფლებს   სამსახურიდან  უფლებადამცველ  პედაგოგს,  ჩვენს  კოლეგას დავით ფერაძეს!!


ქ-ნ    თამარ  სანიკიძის  მხრიდან   ამ  უმსგავსო  ქმედებებმა  რეგულარული   ხასიათი   მიიღო.  ახლა  მისი მისი ტერორის ობიექტები გახდნენ  სკოლის  პედაგოგები,  მშობლები და უფროსკლასელები, რომლებიც  დირექტორის  მხარდასაჭერად   სასამართლო  პროცესზე იმყოფებოდნენ.  

ქ-ნ   თამარ  სანიკიძის   ქმედებები  შეუთავსებელია   დემოკრატიული   ქვეყნის  ცხოვრების   წესთან. მეტიც, წინააღმდეგობაშია  ადამიანის ფუნდამენტურ   უფლებებთან,  რომელიც  გამოხატვის   თავისუფლებას   გულისხმობს  და   დემოკრატიის  ელემენტარულ გაგებასთან,  რომელიც  თავისუფალი  მოქალაქის   აზრის  პატივისცემას  და   გათვალისწინებას  მოითხოვს. 

მას  სამწუხაროდ  ავიწყდება,  რომ  როგორც  საჯარო  მოხელეს   თმენის  ვალდებულება  აკისრია  და   იქცევა   პირადი   არაჯანსაღი   ინტერესების  დასაკმაყოფილებლად.   ამ  არაჯანსაღ  ამბიციებს   უნდა  შეეწიროს    ხუთი   ათასიმოქალაქის  ინტერესი.   ჩვენი  არჩეული  და ჩვენთვის მისაღები   დირექტორი  უნდა  გადადგეს,  ჩვენი   კოლეგა უფლებადამცველი პედაგოგი უნდა   წავიდეს  სამსახურიდან!!!ეს  არის  ქ-ნ  სანიკიძის  უპირობო და უმსაგავსო მოთხოვნა!! და ეს მაშინ, როდესაც ჩვენი ხელფასი საარსებო მინიმუმადე დაეცა!

მთელი სასკოლო საზოგადოება უაღრესად აღშფოთებულნი ვართ მინისტრის დაუფარავი აგრესიითა და უსამართლობით. მიგვაჩნია, რომ დაპირისპირება ხელოვნურად არის შექმნილი, არ შედის არც ჩვენს და არც თქვენს ინტერესებში. ეს კონფრონტაცია მოკლებულია ყოველგვარ გონივრულობას და რაციონალურ აზრს. ის მიზნად ისახავს ჩვენს პროვოცირებას და ქუჩაში გამოყვანას! სკოლის წინააღმდეგ განუწყვეტელი პროვოკაციები ხელს უშლის მის ნორმალურ ფუნქციონირებას და საფრთხის ქვეშ აყენებს სასწავლო პროცესს! ჩვენ 116-ე საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, მშობელთა სათათბირო და მოსწავლეთა თვითმმართველობა მოვითხოვთ:


1.    დაუყოვნებლივ შეწყდეს 116-ე საჯარო სკოლის დირექტორის, პედაგოგებისა და მშობლების შანტაჟი და  პოლიტიკური დევნა. შეწყდეს ჩვენი უფლებადამცველი პედაგოგის დ. ფერაძის პოლიტიკური დევნა.
2.    სამინისტრომ წარადგინოს სკოლის სამეურვეო საბჭოზე სერტიფიცირებული მოქალაქე, ამ თემაზე ერთადერთი ქართული სახელმძღვანელოს ავტორი, უკანონოდ დაბლოკილი დ. მეჭურჭლიშვილი.

ბატონო პრემიერო, ჩვენ იმედი გვაქვს თქვენი კეთილგონიერების, სამართლიანობის და პრინციპულობის. თქვენ შეგიძლიათ თქვენი ავტორიტეტით და სიდარბაისლით დაალაგოთ დაძაბული ვითარება, რომელიც შეიქმნა 116-ე საჯარო სკოლის გარშემო.


ჩვენი  მოთხოვნების  შეუსრულებლობის  შემთხვევაში სკოლის პედკოლექტივი  და სასკოლო  საზოგადოება მიმართავას დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მისიებს. ასევე პროტესტის სხვადასხვა ფორმებს. ხოლო  მოსალოდნელ  შედეგებზე  მთელი   პასუხისმგებლობა  დაეკისრება  განათლებისა  და  მეცნიერების   მინისტრს, ქალბატონ თამარ სანიკიძეს!

პატივისცემით,

თბილისის 116-ე საჯარო სკოლის საგაფიცვო კომიტეტი
სკოლის პედაგოგები:
სკოლის მშობლები:
სკოლის მოსწავლეები:
თბილისი. შ. იამანიძის ქუჩა 7.        ტელ: 2 34 0621
აპრილი. 2015 წ.(იხ. დანართი)

 


p.s.
ხელმოწერების შეგროვება გრძელდება!







 

 

 

6-04-2015, 16:58
უკან დაბრუნება