ივერიონი / მიხეილ სააკაშვილს ბაქოში ელოდებიან

მიხეილ სააკაშვილს ბაქოში ელოდებიან

საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბაქოში ელოდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო  haqqin.az  ავრცელებს. აზერბაიჯანელი ჟურნალისტების ცნობით, სააკაშვილი მონაწილეობას მიიღებს ღია საზოგადოების გლობალურ ფორუმში, რომელიც აზერბაჯანის დედაქალაქში ნაზიმ განჯიევის ცენტრისა და მადრიდის კლუბის ორგანიზებთ იმართება. ფორუმს 200-მდე ყოფილი სახელმიწიფო მეთაური დაესწრება, მსოფლიოს 55 ქვეყნიდან. 

 

ბაქოში ასევე ელოდებიან, ლატვიის ყოფილ პრეზიდენტს ვაირა ვიკე ფრაიბერგას, სერბეთის ყოფილ პრეზიდენტს ბორის დადიჩს, უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს ვიქტორ იუშენკოს და სხვა ლიდერებს.

6-04-2015, 19:59
უკან დაბრუნება