ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა ყველა ქვეყნისთვის გამოწვევაა და მოითხოვს პერიოდულ განახლებას, მოდერნიზაციას.
"ჯანდაცვის სისტემა ყველა ქვეყნისთვის გამოწვევაა და მოითხოვს პერიოდულ განახლებას, მოდერნიზაციას ძირითად მიდგომებზე. გამონაკლისი არც ჩვენი სისტემაა. საყოველთაო ჯანდაცაზე გადასვლით ჩვენ, მოვახერხეთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორის სერვისებზე მიწვდომადობის გაზრდა. თუმცა, თუ ისეთივე ეფექტურობის ან მეტი ეფექტურობა არ განხორციელდა ჯანდაცვის ხარისხზე და მის ფასწარმოქმნაზე, პროექტის ეფექტურობა იქნება დაბალი.
ჩვენ წელიწადზე მეტი ვმუშაობდით ამ შესაძლებლობებზე და შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ჯანდაცვის ხარისხზე და ფასწარმოქმანაზე, ისევ როგორც მის წვდომადობაზე განვახორციელოთ ახალი ინოვიაციური, აქამდე არგამოყენებული მეთოდები. როგორიც არის კერძო და სახელმწიფო პარტნიორობის ახალი მოდელები, ჯანდაცვისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის ახალი სისტემები და მე მჯერა, რომ ეს მიდგომა და დღევანდელი გაფორმებული ხელშეკრულება მართლაც მაღალი კლასის პროფესიონალებთან შესაძლებლობას მოგვცემს ეს პროექტი წარმატებით განვახორციელოთ. ჯანდაცვის რეფორმები ახალ სისტემებზე გადადის", - განაცხადა სერგეენკომ.