რაც შეეხება ვითარებას, ის, რომ ქვეყანაში ვითარება გაუარესებულია, ეს არის ფაქტი, ამის შესახებ "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერიმა ნინო ბურჯანაძემ განცხადა.
ბურჯანაძის თქმით, ქვეყანაში კრიმინალმა საგრძნობლად იმატა და ეს ყველაფერი საგამოძიებო უწყებებში არაპროფესიონალების მუშაობამ გამოიწვია.
"პოლიციელის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოვხატავ, ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს. რაც შეეხება ვითარებას, ის, რომ ქვეყანაში ვითარება გაუარესებულია, ეს არის ფაქტი. მე მინდა ერთი რამ შეგახსენოთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლიდან ორი წლის განმავლობაში ნამდვილად არ იყო ამდენი გაუხსნელი მკვლელობა. მით უმეტეს ასეთი ცინიზმით განხორციელებული, როგორიც არის ხარძიანისა და იური ვაზაგაშვილის მკვლელობა.
გამოძიება არ არის თავის სიმაღლეზე. დანაშაული ნამდვილად მომატებულია, ეს არის ფაქტი და ხელისუფლებამ რაც არ უნდა ეცადოს, ეს არ დაიმალება. გარდა ამისა მე ვხედავ აბსოლუტურ არაპროფესიონალიზმს."- განაცხადა ბურჯანაძემ.