ივერიონი / კონკურსი ლტოლვილი მოსწავლეებისათვის: „რატომ არის 9 მაისი საქართველოსთვის გამარჯვების დღე“

კონკურსი ლტოლვილი მოსწავლეებისათვის: „რატომ არის 9 მაისი საქართველოსთვის გამარჯვების დღე“

    ევრაზიის ინსტიტუტის ინიციატივით დაიწყო საგანმანათლებლო და წამახალისებელი პროექტის განხორციელება 15-19 წლის ასაკის საშუალო სკოლის მოსწავლეებისა და დაწყებითი კურსების სტუდენტებისათვის. პროექტი, რომლის სახელწოდებაა „რატომ არის 9 მაისი საქართველოსთვის გამარჯვების დღე“, მონაწილეობას ღებულობენ ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონის ლტოლვილები.
   პროექტი მოწოდებულია, შეავსოს სიცარიელე, რომელიც ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში ბოროტი განზრახვით შეიქმნა, როდესაც ახალგაზრდობას შეუწყვიტეს მეორე მსოფლიო ომზე ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. დიდი სამამულო ომიც ამ სისტემაში აღარ მოიაზრება, როგორც მსოფლიოს ყველა ხალხის, და, მათ შორის, საქართველოს გადასარჩენად წარმოებული ომი. ასე მაგალითად, 2008 წელს გამოცემულ მე–12 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში გერმანელი დამპყრობლების ქმედებები მათ მიერ ოკუპირებულ საბჭოთა ტერიტორიებზე გათანაბრებულია საბჭოთა ჯარისკაცების ქმედებებთან გერმანიის ტერიტორიაზე, ომის ბოლოს. ამ წიგნუკას 134–ე გვერდზე შავით თეთრზე წერია: „საბჭოთა ჯარისკაცები გერმანიის ტერიტორიაზე ხშირად ისე იქცეოდნენ, როგორც ნაცისტები საბჭოთა კავშირში. სამხედრო ხელმძღვანელობამ მათ მოქმედების სრული თავისუფლება მისცა. ჯარისკაცები კლავდნენ, აწამებდნენ და ძარცვავდნენ მშვიდობიან მოსახლეობას“. ასე და ამრიგად, სახელმძღვანელოს ავტორებმა, დროის სულისკვეთების შესაბამისად, ცილი დასწამეს და შეურაცხჰყვეს წითელი არმიის მეომრები მათი ეროვნული კუთვნილებისგან დამოუკიდებლად, მათ შორის, ასეულ ათასობით ქართული წარმოშობის ჯარისკაცი. აი ასეთ სტილშია დაწერილი ეს სახელმძღვანელო, სხვა სახელმძღვანელოების მსგავსად, რადგან მიზანი ერთია – აბსოლუტურად ყველაფრის ლაფში გასვრა, რაც კი საქართველოს საბჭოთა პერიოდის წარსულს უკავშირდება.

 


   სწორედ ევრაზიის ინსტიტუტი, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, იღვწის საქართველოში ისტორიული მეხსიერების შესანარჩუნებლად, აწყობს შეხვედრებსა და განხილვებს, რესტავრაციას უტარებს მონუმენტებსა და საძმო სასაფლაოებს, გამოსცემს საინფორმაციო ბროშურებს და კიდევ ბევრ სხვა საქმეს აკეთებს, რაც კი უკავშირდება დიდი სამამულო ომის თემატიკას და არა მარტო მას.
   ამჯერად მოსწავლეებს მიეცათ ობიექტური ინფორმაციის მიღების საშუალება და, ამასთან, წამახალისებელ კონკურსში მონაწილეობის საშუალებაც. მათთან საუბარი მიჰყავდათ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ ნანა წითელაშვილს და პოლიტიკის მეცნიერებათა კანდიდატს გულბაათ რცხილაძეს. მოსწავლეებმა თითქმის სამი საათის განმავლობაში ბევრი სასარგებლო ინფორმაცია მიიღეს. ბევრ მათგანს ამ მომენტამდე ჯერ ნანახი არ ჰქონდა წითელი არმიის მიერ გათავისუფლებული ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკების ვიდეოქრონიკა. ახალგაზრდობამ ნახა სხვა ვიდეო- და ფოტომასალაც, როგორც დოკუმენტური, ისე მხატვრული. პედაგოგებმა მათ აუხსნეს, რომ შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს გადარჩენა საბჭოთა კავშირის დამარცხების შემთხვევაში, გერმანელები ქართველებს, ისევე, როგორც ყველა კავკასიელს, „არაარიულ რასად“ მიიჩნევდნენ, ამიტომ ქართველებს საკუთარი ქვეყნიდან გასახლება ელოდათ, მათ ადგილს ნაყოფიერ მიწებზე კი „არიელები“ დაიკავებდნენ. მეტიც, საქართველო იმ მომენტში რომც არ ყოფილიყო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, ჰიტლერი მაინც არ დატოვებდა უყურადღებოდ სტრატეგიულად მნიშვნელოვან კავკასიის რეგიონს. ასე რომ, გლობალური ბოროტების – ნაციზმის წინააღმდეგ მებრძოლი 700 ათასი ქართველი, პირველ ყოვლისა, საკუთარი ოჯახების, სახლების, საკუთარი სამშობლოს დასაცავად სწირავდა თავს. ხოლო ჩვენი წინაპრების მონაწილეობა მთელი კაცობრიობის ნაციზმისგან დასახსნელად ჩვენ ეროვნული სიამაყის გრძნობით უნდა აღგვავსებდეს, მით უფრო, რომ იმ წმიდა ომში უმაღესი მთავარსარდალი ქართული წარმოშობის ადამიანი იყო.
   პროექტის მონაწილეებმა – ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის 3 სოფლის დაახლოებით 35-მა წარმომადგენელმა მიიღეს საშინაო დავალება, და თვის ბოლომდე თავად განიხილავენ საკითხს: რით არის 1945 წლის გამარჯვება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, რატომ უნდა სცემდნენ პატივს ქართველები 9 მაისის თარიღს, ისევე, როგორც ყველა ცივილიზებული ადამიანი მთელს მსოფლიოში. კონკურსის მონაწილეები სამ ჯგუფად დაიყვნენ (მათი წარმოშობის ადგილების შესაბამისად) და ისინი წერილობითი სახით წარმოადგენენ საკუთარ მოსაზრებებს. შემდგომ ჟიური გამოყოფს თავისუფალი თხზულების საუკეთესო ვარიანტს. პროექტის ყველა მონაწილე დასაჩუქრდება სამახსოვრო საჩუქრებით, მათ შეხვდებიან დიდი სამამულო ომის ვეტერანები, მოეწყობა ექსკურსია დედაქალაქში.
 ევრაზიის ინსტიტუტის პრესსამსახური

 

 

7-04-2015, 16:38
უკან დაბრუნება