აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი გაზეთ ასავალ დასავალთან სერიული მკვლელობების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ვაზაგაშვილისა და ხარძიანის მკვლელობები შეკვეთილია და სამართლიანობის აღდგენის წინააღმდეგ არის მიმართული.
"ორივე მკვლელობა შეკვეთილია. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი სამართლიანობის აღდგენის წინააღმდეგ მიმართული კრიმინალური მოქმედებაა. ეს არის ტერორი, ერთი მხრივ, ხალხის დაშინება და, მეორე მხრივ, აქტიური მოქმედება იმისკენ, რომ სამართლიანობა არ აღდგეს",-აცხადებს ნანეიშვილი.