ივერიონი / ექსპერტმა ნაწამები ჯარისკაცის დაზიანებების ჩამოთვლას 5 წუთი მოანდომა

ექსპერტმა ნაწამები ჯარისკაცის დაზიანებების ჩამოთვლას 5 წუთი მოანდომა

2012 წლის 15 ნოემბერს გორის სასამართლომ გორის მე-5 ბრიგადაში გარდაცვლილი კობა მხარაშვილის წამებისთვის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებული სერჟანტ თენგიზ გელაშვილის სასამართლო პროცესი განაახლა.


ამ ინფორმაციას შესახებ შინა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, პროცესზე სამხარაულის სახელობის ექსპერტები დაიკითხნენ. განსაკუთრებით ემოციური ექსპერტ მერაბ ჯინჭარაულის გამოსვლა იყო. ის, თითქმის ხუთი წუთის განმავლობაში, გარდაცვლილი ჯარისკაცის ტანზე და თავზე აღმოჩენილი ნაჭდევების და სისხლჩაქცევების რაოდენობას ითვლიდა. მისი თქმით, დაზიანებები აუცილებლად გარდაცვალების დღესაა მიყენებული, თანაც ბლაგვი საგნით.


კობა მახარაშვილი გორის მე-5 ბრიგადაშვილი გარდაცვლილი 20112 წლის 12 ივლისს ნახეს. პროკურატურის მტკიცებით, ის სერჟანტმა თენგიზ გელაშვილმა აწამა და თვითმკვლელობამდე მიიყვანა. გარდაცვალების მიზეზი თავის არეში ნასროლი ტყვიები გახდა.


საათნახევრიანი პროცესი  მოწმეების დაკითხვით დასრულდა და ის ერთი კვირით გადაიდო. გელაშვილის ახლობლები ამბობენ, რომ ჯარისკაცის გარდაცვალებასთან გელაშვილს ბრალი არ მიუძღვის. ისინი ფიქრობენ, რომ წინასწარი გამოძიება ტენდენციურად წარიმართა, ხოლო მახარაშვილის გარდაცვალებაში ის ჯარისკაცები არიან დამნშავეები, რომლებიც ხელს გელაშვილს ადებენ.


საქმის სხვა დეტალები დანარჩენ პროცესებზე გაირკვევა.

15-11-2012, 20:36
უკან დაბრუნება