ივერიონი / ვიაჩესლავ ჩირიკბა:აფხაზეთის საერთაშორისო აღიარება შეჩერებულია!

ვიაჩესლავ ჩირიკბა:აფხაზეთის საერთაშორისო აღიარება შეჩერებულია!

აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ვიაჩესლავ ჩირიკბას განცხადებით, აფხაზეთის საერთაშორისო აღიარება შეჩერებულია.

"ეს, რა თქმა უნდა, ქართული მხარისა და მისი მოკავშირეების - აშშ-ს და ევროკავშირის ქმედებების შედეგია, რომლებიც ყველანაირად ხელს უშლიან ჩვენს ნებისმიერ მოლაპარაკებებს. ზეწოლას ახდენენ იმ ქვეყნებზე, რომლებთანაც შეიძლება ურთიერთობების დამყარება. სწორედ ამიტომ, მოლაპრაკებების წარმოება გასაიდუმლოებულ რეჟიმში გვიწევს", - განაცხადა ჩირიკბამ.

როგორც აფხაზური სააგენტო apsny.ru წერს, მოსკოვში ვიაჩესლავ ჩირიკბა ვანუატუს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს მელტეკ სატო კილმან ლვტუვანუს შეხვდა.

8-04-2015, 11:48
უკან დაბრუნება