ივერიონი / ვახტანგ გომელაური: ვცდილობთ, რომ კორტების საქმეზე სპეცრაზმელები მსუბუქი სასჯელით გამოვიდნენ

ვახტანგ გომელაური: ვცდილობთ, რომ კორტების საქმეზე სპეცრაზმელები მსუბუქი სასჯელით გამოვიდნენ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა: ყველანაირად ვცდილობთ, რომ კორტების საქმეზე   სპეცრაზმელები მსუბუქი სასჯელით გამოვიდნენ.  

 

"ყველაფერს ვცდილობთ, რომ ეს ადამიანები მსუბუქი სასჯელით გამოვიდნენ",-ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ე.წ კორტების სპეცოპერაციის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, სპეცრაზმელებმა მაშინ არასწორ ბრძანებას შეეწირნენ.

"პრემიერმა მგონი გასაგებად თქვა, ეს ადამიანები შეეწირნენ არასწორი ბრძანების შესრულებას. არასწორი ბრძანება მიიღეს მათ და ის შეასრულეს მათ. კანონით ეს რა თქმა უნდა ისჯება. ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ, რომ ეს ადამიანები მსუბუქი სასჯელით გამოვიდნენ. აქედან გამომდინარე ისინი არიან სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები და მიიღეს არასწორი ბრძანება.

კანონი ავალებს, რომ უკანონო დავალება არ შეასრულოს. 10 წელი ვიმსახურე მანდ, რა თქმა უნდა რომ მითხრას ხელმძღვანელობას, მოკალი 10 წლის ბავშვი, დაცხრილე, იმის ტვინი უნდა გქონდეს ელემენტარულად, ეს არ უნდა შეასრულო",-განაცხადა გომელაურმა.

8-04-2015, 12:55
უკან დაბრუნება