საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის მინდია ჯანელიძის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებს დაუმსახურებელს უწოდებს. "არასწორია, სიტყვის გამო ადამიანს დაუმსახურებლად ლაფი დაასხა თავზე", აღნიშნული განცხადება კვირიკაშვილმამუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 42 ქართველი ჯარისკაცის ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვის საკითხზე თემის კომენტირებისას გააკეთა.
"მინდია ჯანელიძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ამ დღეს ჰყავდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები სტუმრად, ვფიქრობ, იყო სავსებით საკმარისი იმისთვის, რომ მის წინააღმდეგ არ წამოსულიყო შეურაცხყოფის ნიაღვარი. მე არ ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი ამას იმსახურებდეს. ვფიქრობ, რომ მინდია ჯანელიძე არის ის ადამიანი, რომელიც, ღმერთმა ნუ ქნას და საჭიროება თუ იქნა, პირველი ჩადგება ქვეყნის დამცველთა სიაში. ამიტომ არასწორია, ადამიანს დააბრალო პატრიოტიზმის ნაკლებობა იმის გამო, რომ ვერ მოიცალა იმ დღეს. არასწორია ისიც, რომ სიტყვის გამო ადამიანს დაუმსახურებლად დაასხა ლაფი თავზე", - განაცხადა კვირიკაშვილმა.