უფლებადამცველი და ცხრა აპრილის მონაწილე გიორგი თევზაძე ხელისუფლებას მიმართავს, 9 აპრილის დაზარალებულთა ჯანმრთელობის მიმართ ადეკვატური ყურადღება გამოიჩინოს, შეიმუშავოს მათვის სოციალური სახელმწოფო პროგრამები და უზრუნველყოს მათი შესაბამისი დაფინანსება. უდავოა, რომ 9 აპრილი მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ისტორიაში და თავისი მნიშვნელობით იგი ისტორიაში დარჩება როგორც საქართველოს სიმამაცის, თავისუფლების, ქართული სულის გამოღვიძების და თავგანწირვის სიმბოლოდ. ამ დღეს საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპულები საქართველოს უახლოესი ისტორიის გმირები არიან და მათ გმირობაზე მომავალი თაობები უნდა აღიზარდონ. ეს დღე ერთდროულად მწუხარებისა და გამარჯვების დღეს წარმოადგენს. ამდენად, მას დამსახურებული ადგილი უკავია საქართველოს ცხოვრებაში. ამდენად, ყველა დროის ხელისუფლებას ევალება სათანადოდ დააფასოს და გაითვალისწონოს 9 აპრილის მონაწილეების მიერ გაწეული ღვაწლი იმ ღირებულებების დასაფასებლად, რომელსაც შეეწირნენ გმირები და რომლის შედეგადაც ჯამრთელობის მხრივ მნიშვნელოვანი ზიანი მიიღეს აქციის მონაწილეებმა", - აცხადებს გიორგი თევზაძე.