ივერიონი / მინდია ჯანელიძის გამოსვლა პარლამენტში აქციის ფონზე მიმდინარეობდა

მინდია ჯანელიძის გამოსვლა პარლამენტში აქციის ფონზე მიმდინარეობდა

აქციის მონაწილეები თავდაცვის მინისტრს გადადგომისკენ  მისი ბოლოდროინდელი განცხადებების გამო მოუწოდებდნენ. პარლამენტის ერთი შესასვლელი დღეს "თავისუფალი ზონის" წევრებმა, მეორე კი "თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა დაიკავეს, რომლებიც მინდია ჯანელიძეს, თავდაცვითი იარაღის შესყიდვის ხელშეკრულებაზე უარის თქმის გამო აკრიტიკებდნენ.

 

იგივე ბრალდბებეზე პასუხის გაცემას, მინდია ჯანელიძემ პარლამენტის შენობის შიგნით, დაახლეობით, 5 საათი მოანდომა. თავდაცვის მინისტრისგან პასუხს დეპუტატები ყველა ხმაურიან თემაზე ითხოვდნენ. თავისუფალმა დემოკრატებმა, მინდია ჯანელიძეს ირაკლი ალასანიასთან საფრანგეთში სატელეფონო საუბრის დეტალების დაკონკრეტება და თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ მაღალჩინოსნებზე პოლიტიკური შეაფსება მოსთხოვეს.

 

თავდაცვის მინისტრს თავის დაცვა მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამოც მოუხდა. მინდია ჯანელიძეს უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროს შესახებ გავრცელებული განცხადება და 2 აპრილს, ქართველი გმირების ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვის დღეც შეახსნეს.

 

ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მინდია ჯანელიძეს განმარტება თავდაცვის სამინისტროს მთავარი დოკუმენტის გამოც მოსთხოვეს, რადაგნ ამ დოკუმენტში რუსეთი მთავარ საფრთხედ და აგრესორად არ სახელდება. ოპოზიციამ მინისტრს მისი წარსულიც შეხსენა.

 

მინისტრის საპარალამენტო შეხვედრის ღია ნაწილის დასრულების შემდეგ, განხილვა დახურულ ფორმატში გაგრძელდა. შეკითხვების ნაწილი მინდია ჯანელიძემ სახლმწიფო საიდუმლოების შემცველად ჩათვალა და დეპუტაეტბს მათზე პასუხი ნდობის ჯგუფში შეხვედრაზე შესთავაზა.

 

 

8-04-2015, 22:18
უკან დაბრუნება