ივერიონი / სპეცრაზმელების საქმე და ხელისუფლების შერბილებული პოზიცია

სპეცრაზმელების საქმე და ხელისუფლების შერბილებული პოზიცია

"უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა თავისდაუნებურად იყო ჩართული დანაშაულში" - ასე გამოეხმაურა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გია ვოლსკი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გუშინდელ განცხადებას ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელებისთვის სასჯელის შემსუბუქების თაობაზე.

 

მთავრობის წარმომადგენელთა განმარტებები მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის წევრებისთვის. ღარიბაშვილისა და გომელაურის განცხადებებს არასერიოზულს უწოდებენ თავისუფალი დემოკრატები. მათი თქმით, მოსამართლე და კანონი წყვეტს დამნაშავეა თუ არა პირი და არა რომელიმე პოლიტიკოსი.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა შესრულებულ უკანონო დავალებაზე სპეცრაზმელების დაკავებას არასწორი უწოდა. ვახტანგ გომელაურმა კი განაცახდა, რომ ეს ადამიანები არასწორი ბრძანების შესრულებას შეეწირნენ. 

9-04-2015, 14:49
უკან დაბრუნება