კუდ-ის უფროსის მოადგილე ვაჟა ლილუაშვილი დაკავებულია.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ლილუაშვილის ადვოკატმა ზაზა ვაშაყმაძემ აცნობა.
ლილუაშვილის ბრალი სისხლის სამართლის 159-ე მუხლით ედება, რაც პირადი მიმოწერით, ტელეფონით საუბრით, ან სხვაგვარი შეტყობინების საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს და ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 3 წლამდე.