პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი 9 აპრილთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:
„9 აპრილი საქართველოს ისტორიაში არის ტრაგიკული დღე, მაგრამ ამავდროულად ქართველი ერის არნახული ერთიანობის დღეა, ამ დღემ გადამწყვეტი როლი ითამაშა არამარტო საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში არამედ ღირსეული წვლილი შეიტანა"ბოროტების იმპერიის ნგრევაში" სანამ ცოცხლები ვართ ჩვენ და ასევე მომავალ თაობებს მუდამ უნდა გვახსოვდეს 9 აპრილი და ის იდეა რასაც შეეწირნენ ჩვენი სახელოვანი მამულიშვილები,ღმერთმა ნათელში ამყოფოს გმირები“.