ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეში არის ინფორმაცია, რომელიც მედიაში არ ქვეყნდება.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, რა პოზიცია აქვს მას ამ საქმეში ზვიად ჯანყარაშვილთან დაკავშირებული განცხადებების თაობაზე, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ამ თემას თვალყურს ადევნებს და გადაცემა "2030"-ის ფარგლებში სწავლობს.
"ხაზი მინდა გავუსვა, რომ ძალიან ქმედითუნარიანია დღევანდელი პროკურატურა და პოლიცია", - აღნიშნა ივანიშვილმა.
"ისიც იცით, რომ ჯანყარაშვილმა ამის საპირისპიროდ დაიქირავა ადვოკატი და ჩივის. ამის მეტს ვერაფერს გეტყვით, ჩემი პოზიცია ასეთია, რომ თუ არის რამე და იციან, ყველამ ხმა უნდა ამოიღოს, ვინც არ უნდა იყოს ის, მთავრობის მეთაური იქნება თუ მინისტრი, მის ნათესავზე რაც იციან, უნდა თქვან. ჩვენც ვაგროვებთ ინფორმაციას, ჩვენი გადაცემის პროექტიც "2030" ძალიან აქტიურობს, თუ რამე ინფორმაციას გავიგებთ, ჩვენც აუცილებლად მივაქცევთ ყურადღებას, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ვიცით საპირისპირო განცხადებაც. ჯანყარაშვილმა ადვოკატი დაიქირავა და უჩივის სასამართლოში. არ შეიძლება, ცრუ ჩვენებით დავაზიანოთ ხელისუფლება და ხელისუფლებაში მყოფი პირები", - განაცხადა ივანიშვილმა.