ადვოკატ ირმა ჭკადუას განცხადებით ძალოვან სტრუქტურებში, როგორც უკანონო ბრძანების გამცემელი, ასევე მისი შემსრულებლები ისჯებიან.
"სისხლის სამართლის კოდექსში დასჯადი ქმედებაა, როგორც უკანონო ბრძანების გაცემა, ასევე მისი შესრულებაც. არ მიმაჩნია, რომ ადამიანები, რომლებიც უკანონო ბრძანებას ასრულებდნენ არ უნდა დაისაჯონ. არც ის მიმაჩნია სწორად, რომ ამასთან დაკავშირებით მაღალი თანამდებობის პირები აკეთებენ განცხადებებს, რამეთუ იმ სპეცრაზმელებს, რომლებიც ამას აკეთებდნენ ბრალი აქვთ წაყენებულნი და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ.
ნებისმერი ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში სპეცრაზმი გამოიყენება იმისთვის, რომ ობიექტი დააკავონ და არ მოხდეს მისი ლიკვიდაცია. ცეცხლი უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენება."- განაცხადა ირმა ჭკადუამ.