"უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარის, ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, "თიბისი ბანკის" დირექტორს, მამუკა ხაზარაძეს მიხეილ სააკაშვილთან ერთგვარი შეთანხმება ჰქონდა. ამის შესახებ მჟავანაძე გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ისაუბრა...
"ბოლო დროს "თიბისი" ბანკის პრეზიდენტის მამუკა ხაზარაძის მიერ გადაცემა "არჩევანში" გაკეთებული განცხადებები მიანიშნებს იმაზე, რომ მას სააკაშვილის რეჟიმის მიმართ გარკვეული ნოსტალგია გაუჩნდა. მოგეხსენებათ, ხაზარაძემ თქვა, რომ ის არის დაუცველი... ადამიანი, რომლის ბიზნესიც სააკაშვილის დროს გაიფურჩქნა და ხმას არ იღებდა იმ უბედურებაზე, რაც მაშინ ქვეყანაში ტრიალებდა, დღეს ლაპარაკობს, რომ ქვეყანაში თურმე, პრობლემებია. ეს უკვე არის იმის ნიშანი, რომ ხაზარაძეს რაღაც აქვს ჩაფიქრებული და ის რაღაცისთვის ემზადება!
გაიგოს ყველამ, რომ მამუკა ხაზარაძე სააკაშვილის დროს იყო ბიზნესტერორის ერთ-ერთი ავტორი. კერძოდ, ადამიანებს, რომლებსაც იჭერდნენ, "თიბისი ბანკი" აძლევდა სესხებს, რათა ამ ფულით საპროცესო შეთანხმება გაეფორმებინათ. ამ სესხების სანაცვლოდ "თიბისი ბანკში" იტვირთებოდა უძრავი ქონება და ბიზნესები.
გავიხსენოთ, როგორ წაართვა მამუკა ხაზარაძემ ანზორ ქოქოლაძეს "ელიტ ელექტრონიქსი", გავიხსენოთ როგორ გადაიფორმა ხაზარაძემ ბანკი "კონსტანტა."- განაცადა მჟავანაძემ.