"საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის" თანათავმჯდომარე ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში შვეიცარიის ელჩის გიუნტერ ბეხლერის განცხადებაში ნახსენები ფაქტებით ხელისუფლება უნდა დაინტერესდეს.
"ამ დროს, როდესაც ხდება ასეთი განცხადებები, ეს უნდა იყოს განგაშის ზარი ხელისუფლებისთვის. იმიტომ, რომ ეკონომიკური პრობლემები იზრდება, ინვესტიციები მცირდება და ამ დროს ამას ემატება განცხადებები იმის თაობაზე და უკვე არა ერთ, იმის თაობაზე, რომ ინვესტორები განიცდიან ყოვლად აუხსნელ ზეწოლას გადასახადების და ჯარიმების კუთხით", - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.
შეგახსენებთ, რეგიონებში, სამართალწარმოებისას შესაძლო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით საქართველოში შვეიცარიის ელჩმა გიუნტერ ბეხლერმა გამოცემა FINANCIAL-თან ინტერვიუში განაცხადა.