ამნისტიის თემა "ნაციონალების" აგორებულია და, როგორ შეიძლება, ვინმეს ეჭვი შეეპაროს, რომ ამნისტიით "ნაციონალური მოძრაობის" დროს დაკავებული უამრავი უდანაშაულო ადამიანი გათავისუფლდა, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
ივანიშვილის თქმით, დანაშაული, რომელიც პოლიციელის მიმართ იქნა ჩადენილი, სხვა ქვეყნებშიც ხდება.
"ასეთი შემთხვევები ყველა ქვეყანაში ხდება და არ უნდა ვთქვათ, რომ საქართველო ამ მხრივ სპეციფიურია, თუმცა ჩვენ ჩვენსას განვიცდით და ვდარდობთ. ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. ვისარგებლებ შემთხვევით და მივუსამძიმრებ პოლიციელის ოჯახს, მეორე პოლიციელს კი ვუსურვებ გადარჩენას და კარგად ყოფნას", - განაცხადა ივანიშვილმა.