საქართველოს პრემიერ-მინსიტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძის დაკავებას ეხმაურება და აღნიშნულის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამართალდამცველებს მადლობას უხდის.
"პოლიციელების - ბექა მარგიშვილისა და გიორგი ბერუაშვილის მკვლელობასა და ვალერიან გრძელიშვილის და გიორგი მახარაშვილის დაჭრაში მთავარი ეჭვმიტანილი შალვა აბულაძე დაკავებულია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მთელი ჩვენი საზოგადოებისათვის.
ამ დანაშაულის ჩადენაში მთავარი ეჭვმიტანილის დაკავება იყო ჩვენი ხელისუფლების ღირსების საქმე.
მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, პირადად მინისტრს და თითოეულ პოლიციელს დაკავების ოპერაციის ოპერატიულად და ეფექტიანად ჩატარებისთვის.
სახელმწიფო არავის შეარჩენს დანაშაულს და ყველა დამნაშავე დაისჯება კანონის მთელი სიმკაცრით", - ნათქვამია ღარიბაშვილის განცხადებაში.