საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძის დაკავებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს, რომ მინისტრის ხელმძღვანელობით ეს სპეცოპერაცია ჩატარდა პროფესიონალურად, დანაკარგების გარეშე.
"ზოგიერთები ცდილობენ, არასწორი ინფორმაცია გაავრცელონ, რომ თითქოს აბულაძე თავად ჩაბარდა, ეს არის ტყუილი! ამ ინფორმაციას ავრცელებენ ის ადამიანები, ვინც საერთოდ არ ყოფილა ადგილზე სპეცოპერაციის დროს და არიან შალვა აბულაძის ახლობლები... აბულაძემ წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას და ცდილობდა გაქცევას, თუმცა, სამართალდამცველებმა ის დააკავეს!" - წერს გიორგობიანი.