თეატრისა და კინოს მსახიობი კოტე თოლორდავა გარდაიცვალა.
წინასწარი ინფორმაციით, თოლორდავა მოსკოვში გარდაიცვალა, სადაც გადაღებაზე 2 დღის წინ გაემგზავრა და საქართველოში 14 აპრილს უნდა დაბრუნებულიყო.
თოლორდავა გარდაცვლილი სასტუმროს ნომერში ნახეს. გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.