თბილისის მერიის განცხადებას, რომელიც გიგი უგულავას იტალიაში ორდღიანი ვიზიტით გამგზავრებას გვამცნობს, სოციალურ ქსელში საკმაოდ ორიგინალური გამოხმაურებები მოჰყვა.
"ფეისბუკის" მომხმარებალთა დიდი ნაწილის მოსაზრებით, უგულავა მართმსაჯულებას გაექცა და ამიტომაც დატოვა საქართველო.
"ივერიონი" "ფეისბუკზე" გაკეთებულ კომენტარებს უცვლელად გთავაზობთ:
"უგულავა იტალიაში წავიდაო? მოხია? :) კაცო, თავდებში ვუდგებიო ხიზანიშვილსო და მთლად მოხია ქვეყნიდან? გიგი სროკზე მიცოცავს,მიცოცავს,მიცოცავს.... არ გიშველის პაბეგი!"
"ვითომ, აღარ ჩამოვა"?
"მაგან პალერმოს მერობას არ გამოკრას იქ ხელი".
"ხიზანიშვილი გადააგდო":)))))
"თუ სიცილიაზე შეასწრო, შეიძლება აღარც გამოუშვან. ლექციებს წააკითხებენ თემაზე: მაფიის ძირითადი მიმართულებები".
"არ მჯერა, გიგის წონა საზოგადო მოღვაწე პაბეგში არ მიდის. მივლინებაშია ალბათ, ეგ ხო ჩვენს გამო მუშაობს :*""""""" "
" ალბათ, ჩემს სანახავად მოდის, თბილისში ვერ მოვახერხე შენი ნახვაო და"...
"გულნარა, ქსოვა ასწავლე, აწი დაჭირდება, ციხეში რაიმეთი ხომ უნდა გაერთოს".
"ქსოვის სასწავლად იქ რო არ ჩავიდეს, აქანაც ქე ვასწავლიდით"
"ესე იგი, უგულავამაც კაპუტ?" :)
"პირადი სახსრებიდან გადაგახდევინებთ თითოეულ უმიზნოდ დახარჯულ კაპიკს, შე ღორო!!!!!!!!!!!!!!!"
"კი მაგრამ, მთელი დღე აქ იყო, თავდებში უდგებოდა ხიზანიშვილს! ამ შუაღამეს, რა ოფიციალურ ვიზიტზე გაემგზავრა?!"
"ვააა! რა "ეგზოტიკა" ქვეყნებს კი ირჩევენ! გემოვნება აშკარად დაჰხვეწიათ ბიჭებს"! :))
"ეს უკვე საინტერესოა"!
"ესენი თუ სადმე "მიბრძანდებოდნენ", ერთი კვირით ადრე გვიკიჟინებდნენ. ახლა კი, რატომ არ გაგვაფრთხილა ჩვენმა პატრონმა, ორი დღით ასე უპატრონოდ რომ დაგვტოვა?!
"არა, არა, აშკარად რაღაცაშია საქმე"!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!