ივერიონი / გალში ქართული ენის სწავლების აკრძალვა არ დასტურდება

გალში ქართული ენის სწავლების აკრძალვა არ დასტურდება

ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული ენის სწავლების შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ კომენტარი გააკეთა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.

 

მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე ეს ფაქტი არ დასტურდება.

 

"ამ სახით, რომ სექტემბრიდან აიკრძალება ქართული ენის სწავლება გალის სკოლებში, არ დასტურდება," - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

 

მინისტრის  განცხადებით, ამ თემასთან დაკავშირებით დაუკავშირდნენ რესურსცენტრს, პედაგოგებსა და სკოლის წარმომადგენლებს, მაგრამ მათ არ დაადასტურეს ეს ფაქტი.

 

"თუმცა მზად უნდა ვიყოთ ყოველთვის, რომ ასეთი ფაქტი შეიძლება დადგეს და ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ კანონიერად და იმ ფორმატის ფარგლებში, რომელიც გაგვაჩნია მოსალაპარაკებლად, ყველა ბერკეტი გამოვიყენოთ," - განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.

14-04-2015, 11:56
უკან დაბრუნება