რამდენიმე საათში ცნობილი უნდა გახდეს სააპელაციოს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება საყდრისთან დაკავშირებით.
საყდრისის მცველები 2014 წლის 12 დეკემბრის კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ, რომლის საფუძველზეც კომპანია "RMG Gold"-ს საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე სამთო მოპოვებითი სამუშაოების წარმოების უფლება მიეცა.
სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.