თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ კაბელების საქმის წინასასამართლო სხდომა დღეს კვლავ დახურულ რეჟიმში განახლდა. მხარეები, დღევანდელ სხდომაზე, მოსამართლეს მტკიცებულებების ნუსხას წარუდგენენ და შუამდგომლობებს დააყენებენ.
როგორც, ცნობლია დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას, რომ ბრალდების მხარის ზოგიერთი მტკიცებულება სასამართლომ დაუშვებლად ცნოს. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე სავარაუდოდ არ დააყენებს შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ, რადგან, ადვოკატების თქმით, ამისთვის საჭიროა გარკვეული პროცედურები, რომელიც დღეს ვერ მოესწრება.
"ჩვენ გვექნება რიგი შუამდგომლობები ბრალდების მხარის მიერ უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით, რაც კანონის იმპერატიულ მოთხოვნებს ეფუძნება. შემიძლია გითხრათ, რომ უამრავი მტკიცებულება ბრალდების მხარის მიერ არის უკანონოდ მოპოვებული", - განაცხადა ადვოკატმა ლევან სამუშიამ.