ძალოვანებმა გუშინ გვიან ღამით მერიაში შოთა ხიზანიშვილის სამუშაო კაბინეტი გაჩხრიკეს და კომპიუტერი წაიღეს. მერიის თანამშრომელბის განცხადებით, ძალოვანები მერიაში მოულოდნელად მივიდნენ და ჩხრეკის ორდენი არ წარუდგენიათ.
მართალია, შოთა ხიზანიშვილის დაკავება მერიაში მის საქმიანობას არ ეხება, მაგრამ ქალაქის მერი გიგი უგულავა მოადგილეს თავდებში ჩაუდგა.
"ღამის 12 საათზე მოულოდნელად მოვიდნენ პროკურატურის თანამშრომლები, გაჩხრიკეს მერის მოადგილის სამუშაო კაბინეტი და წაიღეს კომპიუტერის პროცესორი", _ განაცხადა მერიის პრესსამსახურის უფროსმა ბაჩო დოლიძემ.
ამის პარალელურად, სამართალდამცავებმა ფალიაშვილის ქუჩაზე შოთა ხიზანიშვილის საცხოვრებელი ბინა გაჩხრიკეს. ჩხრეკას დაკავებულის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ ვიცე-მერი გუშინ პროკურატურაში ჯერ დაკითხვაზე დაიბარეს, შემდეგ კი დააკავეს.