ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს და კოლეგებს შეკრებისკენ მოუწოდებს. იგი უკმაყოფილოა იმით, რომ "ხელისუფლება თავზე ხელს უსვამს ყველა იმ პირს, ვინც ადვოკატს შეურაცხყოფას აყენებს".
"უნდა შევიკრიბოთ და ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ჩვენ არ დავუთმობთ თავისუფლებას, მე მრცხვენია ჩვენი ყოფილი კოლეგების ნაცვლად, რომლებიც მოკალათდნენ პარლამენტში და ხმას არ იღებენ ადვოკატის პროფესიის დასაცავად", - წერს ხატიაშვილი "ფეისბუქში".