ივერიონი / მაწანწალა ძაღლების გამო ნარმანია ახალ სკანდალში ეხვევა

მაწანწალა ძაღლების გამო ნარმანია ახალ სკანდალში ეხვევა

თბილისის მუნიციპალიტეტის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ბიუჯეტი, რომლის დაფინანსებაც 3 მილიონ 55 ათასი ლარით განისაზღვრა, ორგანიზაცია "მედიატორმა შესასწავლად გამოითხოვა. ორგანიზაცია დაინტერესდა, კონკრეტულად რაში და რამდენად იხარჯება აღნიშნული თანხა. "ალიას" მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" დამფუძნებელი ლევან ხაბეიშვილი ესაუბრა.

 

"როცა 2015 წლის ქალაქის ბიუჯეტი დაიგეგმა, ბიუჯეტში გაჩნდა ახალი მუხლი - ცხოველთა მონიტორინგი, რისთვისაც გამოიყო 3 მილიონ 55 ათასი ლარი. ეს არ არის პატარა თანხა ცხოველთა მონიტორინგის ჩასატარებლად, თუნდაც იმისთვის, რომ ამ პრობლემის მოგვარება დაწყებულიყო. დავინტერესდით ამ საკითხით, გავეცანით ბიუჯეტის ვარიანტს დეტალურად, რაში რამდენად უნდა დახარჯულიყო. სააგენტოში, წინა წლამდე დაახლოებით 50 ადამიანი იყო დასაქმებული, მას მერე რაც გაიზარდა ბიუჯეტი, აიყვანეს 127 თანამშრომელი და როგორც აღმოჩნდა, ამ 3 მილიონ 55 ათასი ლარიდან, 1 მილიონ 900 ათასი ლარი დაიხარჯება ამ ადამიანების ხელფასებზე; დაახლოებით 400 ათასი ლარი დაიხარჯება პრემიებზე, მათ მივლინებებზე დაიხარჯება 10 ათას ლარი; ტექნიკისთვის, კომპიუტერები და ა.შ იხარჯება 19 ათასი ლარი; კავშირგამულობისთვის დაიხარჯება 16 აშატი ლარი, ელექტროენერგია დაუჯდებათ 20 ათასი ლარი, გაზით მომარაგება წლიდან წლამდე - 100 ათასი ლარი, საწვავისთვის -117 ათასი, ავტომომსახურებისთვის -40 ათასი ლარი, თანამშრომლების დაზღვევა - 50 ათასი ლარი. 20 პუნქტადაა გაწერილი ბიუჯეტი. ახლა შეხედეთ, რა არის საინტერესო.. ამ თანხებიდან, ცხოველთა მოვლასთან, აცრასთან, სისუფთავის დაცვასტან ძაღლთაშენებში და ა.შ არც ერთი არ არის დაავშირებული. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ამ თავშესაფრებისთვის, ეს არის დეზინფექცია და დერატიზაცია, აი ამისთვის წელიწადში გამოყოფილია მხოლოდ 500 ლარი",-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

16-04-2015, 12:00
უკან დაბრუნება