თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ლაშა ჩხიკვაძის კითხვაზე, აღიარებს თუ არა ჯოკია ბოდოკია ბრალს, თბილისის მერიის ყოფილმა თანამშრომელმა დუმილის უფლება გამოიყენა.
მოსამართლემ განმარტა, რომ დუმილის უფლების გამოყენება სამრთლებრივად ნიშნავს იმას, რომ ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა წარმოადგდინეს საკუთარი პოზიციები და ისაუბრეს იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც მათ გააჩნიათ.
სასამართლო პროცესზე ბოდოკიამ მის წარსულზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ნასამართლეობა გაქარწყლებული აქვს. მისი თქმით იგი 3 წლის განამავლობაში სასჯელს 278-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშულისთვსი იხდიდა.