ივერიონი / მიზეზი რის გამოც სპეცრაზმის ყოფილმა მეთაურმა თვითმკვლელობა სცადა

მიზეზი რის გამოც სპეცრაზმის ყოფილმა მეთაურმა თვითმკვლელობა სცადა

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულმა თბილისის სპეცრაზმის ყოფილმა მეთაურმა, კახა ნაკანმა გლდანის ციხეში თვითმკვლელობა სცადა. გავრცელებულ ინფორმაციას მისი ადვოკატი კახა შონია ადასტურებს. შონიას განცხადებით, ნაკანმა ვენები გადაიჭრა და დაწესებულების თანამშრომლებმა მას დროულად მიუსწრეს. ამ დროისათვის ნაკანი ციხის სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. კახა შონიას თქმით, ნაკანი დიდი ხანია ითხოვს გლდანის #8 დაწესებულებიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაყვანას, თუმცა უშედეგოდ.

 

"მას ეკუთვნის, რომ როგორც სამართალდამცველი, გადაიყვანონ ე.წ. მატროსოვის ციხეში. ნაკანმა მიმართა, როგორც სახალხო დამცველს ასევე სამინისტროს, თუმცა მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. თუ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ვშიშობ, რომ კახა ნაკანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებს", - განაცხადა ადვოკატმა. ადვოკატის თქმით, კახა ნაკანი თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს.

16-04-2015, 16:20
უკან დაბრუნება