ივერიონი / "ნაციონალებმა" არ იციან, რომ წამება მძიმე დანაშაულია?!

"ნაციონალებმა" არ იციან, რომ წამება მძიმე დანაშაულია?!

"ყველამ კარგად იცის, რატომ არის ბაჩო ახალაია დაჭერილი. ყველა დამნაშავე დაისჯება, ხოლო უდანაშაულოებს სახლში გამოუშვებენ. ის ადამიანები, ვისაც დანაშაული  აქვთ  ჩადენილი, სათანადოდ დაისჯებიან. ადამიანების წამება, გატაცება რომ მძიმე დანაშაულია, ეს ყველამ იცის".


ამის შესახებ "ივერიონთან" საპარლამენტო უმრავლსობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა.


უმცირეობის წევრების განცხადებაზე, თითქოს ქვეყანაში რეპრესიების პერიოდი დაიწყო, რომ იჭერენ ყველას, "ვინც არ ოცნებობს", ამასთან დაკავშირებით ბერძენიშვილი აცხადებს: "ჩვენ ვაპირებთ ციხეების გათავისუფლებას და არა გავსებას. რეპრესიები თვითონ გაიხსენონ, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ და 40  000 პოლიციელი სახლში გაუშვეს."

16-11-2012, 12:54
უკან დაბრუნება