ივერიონი / ეკა ბესელია: რატომ მალავს "ნაციონალური მოძრაობა" ზურაბ ადეიშვილისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას?

ეკა ბესელია: რატომ მალავს "ნაციონალური მოძრაობა" ზურაბ ადეიშვილისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ზურაბ ადეიშვილის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ  საერთაშორისო ძებნის  გამოცხადება , ან პირიქით, ძებნიდან პირის ამოღება არ ნიშნავს იმას, რომ პირი გამართლდა.


"საერთაშორისო ძებნის გამოცხადება, ან პირიქით, ძებნიდან პირის ამოღება არ ნიშნავს, რომ პირი გამართლდა, აბსოლუტურად უდანაშაულოა და იგი თავისუფალია. რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილს იგი რჩება ბრალდებულად და პატიმრობა შეფარდებულ პირად ქართული სასამართლოს მხრიდან. ვერც ერთი სხვა ქვეყნის სასამართლო ვერ მიიღებს  გადაწყვეტილებას მის ბრალეულობასთან დაკავშირებით, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ზურაბ ადეიშვილს ბრალს არავინ უხსნის.

ნახეთ როგორ ასაიდუმლოებენ ადეიშვილის მიმართ ლტოლვილის სტატუსის მინიჭების ფაქტს? "ნაციონალური მოძრაობა" ხომ ყველაფერს ზარ-ზეიმით გვამცნობს ხოლმე? ამ ინფორმაციას ასაიდუმლოებენ რაც თავისთავად ძალიან ბევრ კითხვას აჩენს.

ადეიშვილმა პირველმა დატოვა ქვეყანა, ის გაიქცა, რაც ეჭვებს კიდევ უფრო აძლიერებს. ეჭვის დონეზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უნგრეთის სახელმწიფომ ადეიშვილს თავშესაფარი მისცა, თუმცა უნგრეთი ამას არ ადასტურებს. ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც ადეიშვილს ლტოლვილის სტატუსი მიანიჭეს, გარკვეულ საეჭვო ფაქტებს ჰქონდა ადგილი და სწორედ ამის გამოაშკარავება არ სურთ.

თუ მას თავშესაფარი აქვს მიცემული და პოლიტიკური სტატუსი აქვს, რატომ მალავს "ნაციონალური მოძრაობა"? შესაძლოა ეს ასე არც იყოს."- განაცხადა ეკა ბესელიამ.

17-04-2015, 12:08
უკან დაბრუნება