სამწუხაროა, რომ რუსეთში სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის დანიშვნის ფაქტს მოსკოვში ენთუზიაზმით არ შეხვედრიან. არადა, საპარლამენტო უმრავლესობა დიდ იმდებეს ამყარებდა საქართველოს მთავრობის ამ ნაბიჯზე.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „დაიპრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
“იმედგაცრუებული ვარ. რუსებმა უფრო კონკრეტული ნაბიჯები მოითხოვეს, თუმცა ჩვენ უფრო კონკრეტული არაფერი გვაქვს შესათავაზებელი... დარწმუნებული ვარ, რომ რუსები ამას გადახედავენ. ჩვენ მზად ვართ”, - განაცხადა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების შესაძლებლობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალი ხელისუფლება სახალხო დიპლომატიის გაღრმავებას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს.
“გარდა ამისა, ვცდილობთ ავაშენოთ კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობები. ჩვენ გავაგრძელებთ ჟენევის მოლაპარაკებებს. დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას”, - აღნიშნა პრემიერმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ, მისი რიგით მეორე საზღვარგარეთული ვიზიტი სავარაუდოდ, ვაშინგტონში გაიმართება.