ივერიონი / მამუკა კაციტაძე:საარჩევნო სისტემის შეცვლას მხარს უჭერს ქვეყნის სამი უმაღლესი თანამდებობის პირიდან 2

მამუკა კაციტაძე:საარჩევნო სისტემის შეცვლას მხარს უჭერს ქვეყნის სამი უმაღლესი თანამდებობის პირიდან 2

"საარჩვენო სისტემების ცვლილებებს მხოლოდ "ქართული ოცნების" პოლიტიკური ნება სჭირდება", -განცხადება ამის შესახებ პარტია "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა მამუკა კაციტაძემ  "კვირას" პრესკლუბში გააკეთა.

 

კაციტაძის განცხადებით, ინტერპარტიულმა ჯგუფმა უკვე შექმნა ეროვნული თანხმობის მემორანდუმი, რომელზე ხელმოწერითაც პოლიტიკურმა პარტიებმა, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა  და ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებმ საარჩევნო ცვლილებების მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს., თუმცა პრემიერ-მინისტრთან საუბარი ვერ მოახერხეს.

კაციტაძის თქმით, მას რჩება შთაბეჭდილება იმისა, რომ პროცესები ხელოვნურად იწელება დროში, რათა 2016 წლის არჩევნებამდე ცვლილებები ვერ მოესწროს.

"ჩვენ ვაპირებთ, მომავალ კვირას პარლამენტში კოალიციის წევრ პარტიებთან და მაჟორიტარულ ფრაქციებთან შეხვედრები გავმართოთ. ჩვენ ვაპირებთ, რომ მათ საარჩევნო სისტემაში საჭირო ცვლილებებზე დეტალურად ვესაუბროთ და ჩვენი ინიციატივები გავაცნოთ. დღევანდელი საარჩევნო სისტემა უვარგისია და ამას ამბობს მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი, ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ამისკენ მოგვიწოდებენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც. ეს საკონსტიტუციო ცვლილებაა, ამიტომ აქ ოპოზიციის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რომ ეს პარლამენტმა დაამტკიცოს, საარჩევნო სისტემის შეცვლას მხარს უჭერს ჩვენს ინტერპარტიულ ჯგუფში შემავალი 11 პოლიტიკური პარტია, ამას გარდა, სხვა პოლიტიკური პარტიებიც, რომლებიც ამ ჯგუფში არ შედიან. ცვლილებას მხარს უჭერს საპარლამენტო ოპოზიცია, ექსპერტთა კლუბში შემავალი ექსპერტები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები. ამას იზიარებს და მხარს უჭერს ქვეყნის სამი უმაღლესი თანამდებობის პირიდან 2, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე. მეორე მხარეს ფაქტობრივად დგას მხოლოდ "ქართული ოცნება". ასე რომ საარჩევნო სისტემების ცვლილებებს მხოლოდ და მხოლოდ "ქართული ოცნების "პოლიტიკური ნება სჭირდება",- განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

17-04-2015, 13:40
უკან დაბრუნება