ივერიონი / გიორგი კვირიკაშვილი: მთავრობამ იპოთეკარების პრობლემაზე ძალიან ბევრი იმუშავა

გიორგი კვირიკაშვილი: მთავრობამ იპოთეკარების პრობლემაზე ძალიან ბევრი იმუშავა

 მთავრობამ იპოთეკარების პრობლემაზე ძალიან ბევრი იმუშავა, თუმცა სამწუხაროდ, ყველა ამ პრობლემის მოგვარება სახელმწიფოს არ შეუძლია, განცხადება ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.

"ამ პრობლემაზე ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. იუსტიციის სამინისტრომ ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ აღსრულების ნაწილში მაქსიმალურად ხელი შეეწყო იმ ადამიანებისთვის, რომ ვადები ჰქონოდათ საკუთარი ბინების გამოსყიდვისთვის", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ანალოგიური სამუშაოები ჩატარდა საბანკო სექტორთან, რადგან საბანკო სექტორის მხრიდანაც ყოფილიყო მაქსიმალური ხელშეწყობა.

"თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ პრობლემების უდიდესი ნაწილი გამომდინარეობს კერძოდ ნასესხები თანხებიდან და სამწუხაროდ, ყველა ამ პრობლემის მოგვარება სახელმწიფოს არ შეუძლია. ჩვენ რაც შეგვეძლო, მაქსიმალურად, კანონმდებლობის კუთხითაც გავაკეთეთ, სადაც საუბარი იყო საპროცენტო განაკვეთების შეზღუდვაზე, ზედა ზღვარის დაწესებაზე", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

17-04-2015, 13:57
უკან დაბრუნება