პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებით, ყველა დეპუტატი თავად აგებს პასუხს თავის ამომრჩეველთან, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა პარლამენტში კვორუმის არარსებობის გამო ჩაშლილი სხდომის კომენტირებისას განაცხადა.
"პარლამენტის სხდომა დღეს არ შედგება. ყველამ თავის პოლიტიკურ პოზიციაზე თავად აგოს პასუხი ამომრჩეველთან. ჩვენ შევიკრიბეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად, მათ შორის კანონპროექტების, რომელიც შემოტანილია სრულიად სხვადასხვა პოლიტიკური სპექტრის მხრიდან, უნდა გვემსჯელა იმ თემებზე, რომლებზეც კოლეგები გვეუბნებოდნენ, რომ მნიშვნელოვანია ამ საკითხების განხილვა, მაგრამ რატომღაც გადაწყვიტეს ასე. ეს მათი უფლებაა, პატივი ვცეთ ერთმანეთის უფლებებს",- განაცხადა უსუფაშვილმა.