თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი სასტუმრო "მოქსის" მშენებლობას დედაქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვან ფაქტად მიიჩნევს . ქუმსიშვილი სასტუმრო "თბილისი მარიოტში", "GMT ჯგუფსა" და "მარიოტს" შორის სასტუმრო "მოქსის" მართვის ხელშეკრულებაზე ხელმოწერას დაესწრო.
"მინდა, მივულოცო "GMT ჯგუფს" და ჩვენს ქალაქს ახალი ბრენდის, "მოქსის" შემოსვლა. "მოქსი" არის "მარიოტის" ერთ-ერთი მიმართულება, შესაბამისად არის ზუსტად ის, რაც ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დადასტურებულია კვლევით. ეს არის საშუალო სპექტრზე გათვლილი სასტუმრო, რომელიც იქნება 130 ნომრიანი", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
სასტუმრო "მოქსის" მართვის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხელმოწერის ცერემონიალს რიჩარდ ნორლანდიც დაესწრო. მისი თქმით სასტუმრო "მოქსი" ხელს შეუწყობს ტურისტების ნაკადის გაზრდას როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე ევროპული ქვეყნებიდან.
"ნამდვილად კარგი დღეა დღეს საქართველოსთვის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასტუმრო ქსელების ჯგუფი "მარიოტი" თანამშრომლობს ქართულ კომპანია GMT-სთან და საქართველოში "მოქსის"ახალი სასტუმრო გაიხსნება, მდინარის მეორე მხარეს, მშრალ ხიდთან. მშენებლობა დასრულდება 20017 წელს და ეს ხელს შეუწყობს ტურისტების ნაკადის ზრდას როგორც ამერიკიდან, ასევე ევროპული ქვეყნებიდან", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.