პანკისის ხეობიდან სირიაში ახალგაზრდების გაგზავნასთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გელა მთივლიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტულ ცენტრში მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარეს. უწყების მიხედვით, რომელიც ჟურნალისტს რამდენიმე წუთის წინ ჩაბარდა, საქმეს შსს კონტრტერორისტული ცენტრის მეორე მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორ–გამომძიებელი უსუფ თვალიაშვილი იძიებს.
"რამდენიმე წუთს წინ ჩემთან კახეთში ჩამოვიდნენ კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლები და ჩამაბარეს უწყება, რომ დაკითხვაზე ვარ დაბარებული მოწმის სახით", - განუცხადა მთივლიშვილმა "რუსთავი 2"-ს.