მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, ქართული მხარე აუცილებლად შეეცდება გაარკვიოს, რომელმა ქვეყანამ მიანიჭა ლტოლვილის სტატუსი ადეიშვილს და გაასაჩივროს სტატუსის მინიჭების საფუძვლიანობა.
"მოვისმინე ძალიან ბევრი სპეკულაცია და ბრალდება პროკურატურის მიმართ, მაგრამ ამ შემთხვევაში მოხდა ინტერპოლისა და პროკურატურის კომპეტენციების აღრევა", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ და დასძინა, რომ ლტოლვილთა სტატუსის მქონე პირთა მიმართ ინტერპოლმა ახალი კრიტერიუმები დაადგინა, რომელიც 2015 წლის 18 თებერვლიდან ამოქმედდა და ამის საფუძველზე ინტერპოლმა ცალმხრივად, ქართული მხარისთვის შეუტყობინებლად ამოიღო ძებნილთა სიიდან .
"ჩემთვის გასაგებია ის პოზიცია, რაც ამ შემთხვევაში ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილის ადვოკატმა დააფიქსირა. ოთარ კახიძეს რომ სხვა პოზიცია დაეფიქსირებინა, ჩემთვის ეს იქნებოდა გასაკვირი. ეს არის მისი ვალდებულება, მაგრამ საქართველოს პროკურატურას ჰქონდა და აქვს მუდმივი კომუნიკაცია ინტერპოლის გენერალურ სამდივნოსთან. ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძვლები ჩვენთვის უცნობია და ამაზე საუბარი არც მისმა ადვოკატმა ისურვა, რაც არის საეჭვო, თუმცა ჩვენ ამას აუცილებლად გავარკვევთ და საქართველოს პროკურატურა გააგრძელებს საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენებას, რათა ძებნილი ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი წარდგენილი იქნას ქართული მართლმსაჯულების წინაშე", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.