ივერიონი / გიორგი ლაღიძე: "ისინი უკრაინაშიც საქართველოს იცავენ"

გიორგი ლაღიძე: "ისინი უკრაინაშიც საქართველოს იცავენ"

პარტია "მომავალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ლაღიძე, უკრაინაში  მებრძოლის, გიორგი ჯანელიძის დაღუპვას ეხმაურება და აცხადებს, რომ გმირებს ჩვენი ქვეყანა არასოდეს დაივიწყებს.

"მინდა გამოვხატო ღრმა მწუხარება და მივუსამძიმრო უკრაინაში გმირულად დაღუპული გიორგი ჯანელიძის ოჯახს და სრულიად საქართველოს. არაერთი ქართველი დაეცა უკრაინელი და ქართველი ხალხის საერთო მტრის ოკუპანტი სახელმწიფოს  წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებში. ეს გმირი ვაჯკაცები საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ და დგანან არა მარტო უკრაინის, არამედ ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე. ისინი უდაოდ გმირები არიან და იქ, უკრაინაში, ფრონტის ხაზზე ქართული სახელმწიფოს საქმეს აკეთებენ.  ვისაც ჩვენი  დაღუპული მეომრები გმირებად არ მიაჩნია, ის ლაჩარი და საქართვერლოს მოღალატერა".  

 

19-04-2015, 17:00
უკან დაბრუნება