განათლების მინისტრმა პანკისიდან სირიაში ახალგაზრდების წასვლაზე განცხადება გააკეთა. თამარ სანიკიძის თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტული ბერკეტი საკითხის გადასაჭრელად არ არსებობს.
თამარ სანიკიძის განცხადებით, განათლების სამინისტრო ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს.
"რაიმე კონკრეტული ბერკეტი, რომ დღეს გააკეთო და ხვალ ეს საკითხი აღარ დადგეს, არ არსებობს და არც არის სწორი, რომ ასე გადაჭრით ვთქვათ. არის კონკრეტული მიდგომები, რომლებსაც განათლების სამინისტრო და შესაბამისი ორგანოები ახორციელებენ,"-განაცხადა თამარ სანიკიძემ.
განათლების მინისტრმა ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.