ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლართან დაკავშირებით დინამიკა საკმაოდ დასტაბილურდა.
"ლართან დაკავშირებით დინამიკა საკმაოდ დასტაბილურდა. არ არის ისეთი დევალვაციის ტემპი, როგორიც იყო. ჩვენ ველოდებით, რომ კურსი სტაბილური იქნება. ზუსტი პროგნოზის გაკეთებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ყველანაირი წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ შემოდინებებმა დააბალანსოს ის ვითარება, რაც გვქონდა", - განაცხადა კვირიკაშვილმა.