ივერიონი / გიორგი თევზაძე: „ახალი საკანონმდებლო ინიციატივა არაკონსტიტუციურია“

გიორგი თევზაძე: „ახალი საკანონმდებლო ინიციატივა არაკონსტიტუციურია“

უფლებადამცველი და ადვოკატთა ასოციის აღმასრულებელი საბჭოს  წევრისა და ადვოკატთა უფლებების დაცვის კომისიის თანათავმჯდომარის  გიორგი თევზაძე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლების საკანონმდებლო ინიციატივას ცალკეულ საქმეებზე ფინანსური მონიტორინგის მექანიზმის გამოყენებით, ადვოკატის დავალდებულებას კლიენტთან ხელშეკრულების შეჩერებაზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ:

"როგორც საზოგადოებისთვის  და ადვოკატთა კორპუსისათვის გახდა ცნობილი. ხელისუფლების მიერ მომზადებული და დარეგისტრირებულია საქართველოს პარლამენტში კანონპტორექტი, რომლის თანხმად ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს, ზეპირად მოსთხოვოს ადვოკატს კლინეტთან დადებული გარიგების შეჩერება  ამ მიზნით დარეგისტრირდა პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა "ადვოკატთა შესახებ" კანონში ცვლილებების, ასევე სისხლის სამართლის" კოდექსში და ,,უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის განხილვა იგეგმება  დაჩქარებული წესით.

 

ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ცვლილებების პროექტით ადვოკატი მოვალე გახდება შეასრულოს "უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მოთხოვნები, ამ ცვლილებებით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ითავსებს პროკურორის და სასამართლოს ფუნქციებს,  ეს ცვლილებები ცალსახად შეიძლება შეფასდეს, როგორც არადემოკრატიული, არასამართლიანი და უკანონო ცვლილებები, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის მე–3 პუნქტს ("დაცვის უფლება გარანტირებულია."), რომ არაეფერი ითქვას არაერთი საერთაშორისო დოკუმენტით აღიარებულ და გარანტირებულ ადამიანის დაცვის ფუნდამენტურ უფლებაზე, რომელსაც პირდაპირ ხელყოფს შემოთავაზებული ცვლილებები. ამდენად, რეალური საფრთხე არსებობს იმისა, რომ ცვლილებების ამოქმედების შემთხვეცვაში დაისვას ამ ნორმატიული მოთხოვნის არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი და შესაძლებელია ამის ინიციატორი იყოს ადვოკატთა ასოციაცია. ასევე შესაძლებელია საკითხი აგრეთვე დაისვას ადვოკატთა გარკვეული ჯგუფის ან სამოქალაქო საექტორის  მხრიდან. არ გვსურს დავიჯეროთ, რომ ამგვარ ინიციატივებს გარკვეული პოლიტიკური სარჩული შეიძლება გააჩნდეს. ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება მხედველობაში მიიღებს წარმოდგენილ ფაქტორებს, ამ საკითხზე საზოგადოების გამოკვეთილ ნეგატიურ პოზიციას და .არ დაუშვებს  ანტიდემოკრატიულ და არაკონსტიტუციურ გადაწყეტილებებს"– აღნიშნულია გიორგი თევზაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

20-04-2015, 15:58
უკან დაბრუნება