"თავისუფალიდემოკრატების" წევრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, მან სიტყვა ნეპოტიზმის ახალი მნიშვნელობა ახლა გაიგო.
ამის შესახებ ფანჯიკიძემ "აქცენტს" ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს განცხადების საპასუხოდ განუცხადა, რომლის მიხედვით ივანიშვილი თვლის, რომ მაია ფანჯიკიძემ მინისტრობიდან გადადგომით ნეპოტიზმი გააფორმა.
"ამის შეფასება არის შემდეგი. მე აქამდე ნეპოტიზმი სხვა რამე მეგონა და ახლა გავიგე ამ სიტყვის ახალი მნიშვნელობა. მხოლოდ ეს არის ჩემი შეფასება", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
წყარო:acn.ge