საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ათონელის რეზიდენციის ირგვლივ შექმილ ვითარებას ეხმაურება.
"საუბრობთ რაღაც იძულების წესით გადაყვანაზე ეს არის ძალიან დამამკინენებლი და ეს არის შეურაცხმყოფელი, სახელმწიფო ინსტიტუტების და მათ შორის პრეზიდეტის ინსტიტუტის. ეს არის ყოვლად მიუღებელი ჩემთვის პირადად და ძალიან გთხოვთ ყველას მედიის საშუალებებს, ექსპერტებს და ყველას, რომ ასე არ შეიძლება, რომ ვისაუბროთ დღეს საქართველოში პრეზიდეტის ინსტიტუტზე, რომ იძულებით მოხდება მისი გადმოყვანა, ეს ნებისმიერმა ადამიანმა, შეიძება გამოხატოს საკუთარი აზრი, ეს არის მისი უფლება, მაგრამ ეს იყო პრეზიდეტის გადაწყვეტილება და ის გადავიდა სააკაშვილის მიერ აშენებულ ნახევარ მილიარდიან სასახლეში, ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო რომ ამ სასახლის მიმართ იყო უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება, მათ შორის პრეზიდეტსაც ჰქონდა უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება და სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ მაშინ დავიწყეთ ათონელის რეზიდენციის რემონტი, რომელშიც 28 მილიონი დაიხარჯა. მთავრობამ გამოყო ეს ფული. ეს რა თქმა უნდა პრეზიდეტმა უნდა გადაწყვიტოს და ეს მისი გადაწყვეტილება უნდა იყოს, მე მის ადგილზე, რომ ვიყო ნამდვილად გადავიდოდი ათონელის რეზიდენციაში. ეს შენობა დასრულდა სულ რამდენიმე კვირაა და ბუნებრივია დაისვა საკითხი რა უნდა ვუყოთ შენობას, რომელშიც სახელმწიფომ 28 მილიონი ლარი დახარჯა. ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური შეკითხვა . ივლისში იყო მაგრამ პოზიციები პრეზიდეტის არაერთხელ შეიცვალა ასე, რომ ჩვენი ვალდებულება იყო კიდევ ერთხელ დაგვეფიქსირებინდა და მიგვემართა შეკითხვით პრეზიდეტისათვის თუ რას აპირებდა ამ რეზიდენვიასთან დაკავშრებით",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა