კუდ-ის ხელმძღვანელობა კომპიუტერული ვირუსული პროგრამის მეშვეობით, ირაკლი ოქრუაშვილს, ნინო ბურჯანაძეს და “ქართულ ოცნებას” უსმენდა.
ამის შესახებ მთვარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა მთავარ პროკურატურაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ჩაატარებული გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ შსს-ს კუდ-ის ხელმძღვანელების დავალებით, ამავე დეპარტამენტში შეიქმნა კომპიუტერული ვირუსული პროგრამა, რომლითაც შესაძლებელი გახდა ინტერნეტ-მომხმარებლების კომპიუტერებში შეღწევა და მასში დაცული ინფორმაციის მოპოვება და კომპიუტერის ადგილმდებარეობის სივრცეში აუდიო და ვიდეო თვალთვალის განხორციელება. შექმნილი პროგრამის მეშვეობით, კუდ-ის ხელმძღვანელობა პოლიტიკური პარტიებისა და რელიგიური ჯგუფების სისტემაში შეღწევას და არასანქცირებულ მოსმენას ახორციელებდა. მაგალითად, მსგავსი მოხდა ირაკლი ოქრუაშვილის პირად კომპიუტერში, ნინო ბურჯანაძის და “ქართული ოცნების” ოფისში განთავსებულ კომპიუტერებში. ამ გზით მრავალი საუბრის ჩანაწერი დაუგროვდა”, – განაცხადა კბილაშვილმა.